წერეთელსა და საიმერლოში 7 ავტობუსის გაჩერების მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელსა და საიმერლოში მოსაცდელებს ამონტაჟებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გაჩერებების მოწყობა კარგია,სამარშრუტო ტაქსებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღარ მოუწევთ გაჩერება. მათივე თქმით ტრანსპორტი მოუწესრიგებელი გრაფიკით დადის.



მარნეულის მერიამ 29 008 ლარი 7 ავტობუსის გაჩერების მოწყობისთვის განისაზღვრა და ტენდერი გამოაცხდა. ტენდერში მონაწილეობა გაჩერებაზე გადახურული მოსაცდელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ საბა 2002“- მა მიიღო. მან მარნეულის მერიას 28 700 ლარი შესთავაზა.

„რადიო მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები