ალგეთის საბავშვო ბაღის გამგედ მერიის თანამშრომელი, თურაჯ იბრაგიმოვა დაინიშნა
სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი, თურაჯ იბრაგიმოვა უხელმძღვანელებს.

აღნიშნული ინფორმაცია თურაჯმა თავად დაგვიდასტურა, სატელეფონ კომენტარზე უარი დროის უქონლობის გამო თქვა და მოგვიანებით გადარეკვას დათანხმდა, თუმცა ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

ალგეთის საბავშვო ბაღი 8 ოქტომბერს გაიხსნება და 200 აღსაზრდელს მიიღებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები