ისტორიის მასწავლებელი საკუთარი ისტორიით - "სკოლა ჩემი ჟანგბადია"



„სკოლა ჩემი ჟანგბადია“ - ამბობს 67 წლის მაია მამედოვა. უკვე 44 წელია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. მისთვის მასწავლებლების საერთაშორისო დღე განსაკუთრებულობით გამოირჩევა და განვლილ სამუშაო პერიოდს ამ დღეს ყველაზე კარგად იხსენებს.
23 წლის იყო, როდესაც პირველად გაკვეთილის ჩასატარებლად მე- 10 კლასში შევიდა. ის ემოცია დღემდე ახსოვს. ღიმილით იხსენებს პერიოდს, დასასვენებლად წასულს, სკოლაში დაბრუნება რომ ეჩქარებოდა.

მაია მამედოვა ამბობს, რომ ახლანდელ მოსწავლეებთან მუშაობა უფრო რთულია ვიდრე ადრე იყო, თუმცა პროფესიის სიყვარული ენერგიას და ნებისყოფას აძლევს. მისივე თქმით, ბავშვებთან მუშაობა მის ყოველდღიურობად წლებია იქცა და სკოლის გარეშე საკუთარ ვეღარ წარმოუდგენია.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები