ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრს მარნეულელები იურიდიული დახმარებისთვის მიმართავენ




დღეს, 9 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტ „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა არაასამთავრობო სექტორის და მედია საშუალების წარმომადგენლებთან.  

შეხვედრაზე ისაუბრეს კვლევის შედეგებზე ოჯახში ძალადობის მიმართულებით, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა და გამოიკვეთა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

კვლევის ძირითადი საკითხი სოციოდემოგრაფიულ მიმართულებასაც შეეხო. გამოკითხულთა 31. 23 %-მა სწავლის შეწყვეტის მიზეზად ოჯახის შექმნა და ბავშვების მოვლა დაასახელა. 20%-მა კი ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. გამოკითხულთა 43.44% ფინანსურად მთლიანად დამოკიდებულია სხვაზე.
პროგრამის ფარგლებში შექმნილია სამი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის ბოლნისში, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწევენ დახმარებას. მიმართვიანობა კი საკმაოდ დიდია. კვლევების მიხედვით, ქალებში პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმების მიზნით სხვადასხვა ხელსაქმეს ასწავლიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის“ თავმჯდომარის, ლეილა მამედოვას თქმით, მსგავი ცენტრების არსებობა ნამდვილად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სასიხარულოა ის, რომ პროექტის დასრულების მიუხედავად, ბოლნისში არსებული საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს.

საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრებში ძალადობის მსხვერპლებს სრული სამედიცინო კვლევა უტარდებათ. ჰყავთ ფსიქოლოგი, იუსრისტი და სოციალური მუშაკი, რომლებთანაც კონსულტაცებს გადიან. ბოლნისში მდებარე ცენტრში მაია კუპრავა-შარვაშიძის თქმით , მარნეულიდანაც არის საკმაო მიმართვები, რომლებიც ძირითადად იურიდიულ დახმარებას გადიან.

პროექტი „არა, ოჯახში ძალადობა“ ხორციელდებ ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ ევროკავშირის და UN Women-ის ფინანსური მხარდაჭერით.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები