უნივერისტეტების გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების საკითხს სამინისტრო მომდევნო კვირას გადაწყვეტს
აბიტურიენტები, რომლებიც გამსვლელი ქულის მიუხედავად უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მათ საქმეს მომავალი კვირიდან გადაწყვეტს როგორც სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან და მინისტრთან კონსულტაციებიც მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩარიცხვას გამონაკლისის დაშვებას პოლიტიკური ძალის მეშვეობით ცდილობენ. პარტია ევოპული საქართველოს წარმომადგენელის, ახმედ იმამყულიევის თქმით, მას 482-მა აბიტურიენტმა მიმართა. აქედან კი უმეტესობა ქვემო ქართლში ცხოვრობს. ამბობს, რომ მათ კიდევ ერთი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

იმამყულიევის თქმით, აბიტურიენტების მთავარი პრობლემა არასწორი ინფორმაციაა. არასწორ ინფორმაციაში კი გულისხმობს, რომ აბიტურიენტებმა არ იცოდნენ უნივერსიტეტის ჩამონათვალის მითთება სააპლიკაციო ფორმაში შეუზღუდავად რომ შეეძლოთ.

ამავე თემაზე :

აბიტურიენტები, რომლებიც გამსვლელი ქულის მიუხედავად უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ, გამონაკლისის დაშვებას პოლიტიკური პარტიის მეშვეობით ცდილობენ


Print