სიახლე
რას დაჰპირდა სალომე ზურაბიშვილი მარნეულელებს 17 წუთში
დღეს, 10 ოქტომბერს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულელ მოსახლეობას შეხვდა. სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის 6 წლიანი მანდატის დასრულების შემდეგ, მარნეულში ჩამოვა და მათი კომუნიკაციის ენა ქართული იქნება.
თქვა, რომ უმცირესობებს აქვთ უფლება შეინარჩუნონ საკუთარი მშობლიური ენა, თუმცა ქართულის, სახელმწიფო ენის შესწავლა საჭიროა. მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, როდესაც საფრანგეთში 36 წელი ცხოვრობდა, მაგრამ ქართული ენა მაინც შეინარჩუნა.  

ზურაბიშვილი თვლის, რომ ქართული ენის შესწავლა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რაშიც ის ლობისტი იქნება. ის უმცირესობების ენებსაც დაიცავს. „ეს არის ტოლერანტობა და ბალანსი, რომელიც ამ ქვეყნის მთავარი ძალაა“.

სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ გაიგო მარნეულელი აბიტურიენტების პრობლემები, რომლებმაც არ იცოდნენ გამოცდების ჩაბარებისას რამდენიმე უნივერსიტეტების ჩაწერა რომ შეეძლოთ სააპლიკაციო ფორმაში. თვლის, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობა უნდა ჰქოდეს და მისი პრეზიდენტად არჩევის პერიოდში იმფორმაციის სწორად და ვრცლად მიწოდებას შეუწყობს ხელს.

ისაუბრა ორმაგ მოქალაქეობაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა მარნეულელებს აინტერესებს. მისივე თქმით, ბევრმა ადამიანმა მიიღო სხვა ქვეყის მოქალაქეობა, თუმცა კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ამ თემაზე მუშაობა დაწყებული აქვთ იმ მხრივ , რომ არავინ აღარ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა და ვინც დაკარგა მისი აღდგენა შეძლოს.

სალომე ზურაბიშვვილმა მარნეულელ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, მარიხუანას და ნარკოტიკების თემა აქაც მტკივნეულია. ამბობს, რომ არასდროს იქნება მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე. მას ჯანმრთელი ახალგაზრდების პრეზიდენტობა სურს.

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში 25 კანდიდატი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.



| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი – თუ მურუსიძე ცუდი
იყო და დღეს არის კარგი, მეც იქნებ გამოვსწორდი? – განაცხადა “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ
18:58 / 15.02.2019
“გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი – თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს არის კარგი, მეც იქნებ გამოვსწორდი? – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ
ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
თიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვნელებს ბიძინა ივანიშვილს
უკავშირებს
18:53 / 15.02.2019
ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვნელებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი