37 წლის ფერმერს თანამედროვე სტანდარტებით ბიზნესის განვითარებაში ხელს ენის ბარიერი უშლის


37 წლის ფამილ ნასიბოვი მარნეულის რაიონის სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ოჯახის სარჩენად , როგორც მარნეულში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ისიც რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში დარჩენილ ოჯახს იქური ბიზნესით არჩენდა. მარნეულში დაბრუნების შემდეგ საოჯახო მეურნეობით დაკავდა. ამ საქმიანობას ფამილი ჰობს უწოდებს, რომელიც წლების შემდეგ მის ყოველდღიურობად იქცა.

„ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ვიფიქრე რომ ქათმების საქმით დავსაქმდე. რაც მომცემს საშუალებას რომ ოჯახიც ვარჩინო. არაფერი ვიცოდი როგორ დამეწყო ეს საქმე. თვითონ მაინტერესებს და ნელ ნელა ჩემით ვავითარებ.“ - გვითხრა ფამილ ნასიბოვმა

ამბობს, რომ ხელსაქმეც ეხერხება და თურქეთში ნაყიდი ქათმებისთვის ეზოში საქათმეც ააშენა. ქათმების მოვლა მის საყვარელ საქმიანობად იქცა. ამბობს, რომ ისინი სპეციალურ კვებაზე ჰყავს და საქათმეში სისუფთავე მაქსიმალურად შენარჩუნებული აქვს. ყოველდღიურად ათეულობით კვერცხს იღებს. ნაწილს სახლში ტოვებს, გარკვეული რაოდენობა კი ბაზარში გასაყიდად მიაქვს.

ფამილისთვის სამომავლო გეგმები საკუთარი „ჰობის“ გაფართოებას უკავშიდება. ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამების შესახებ მცირედი რამ სმენია, თუმცა მისი ბიზნესისთვის ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

„ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა არის. მაგრამ საბჭოური სისტემიდან მოყოლებული ქართული ენა კარგად ვერ ვისწავლე და ამის გამო პროექტებში ვერ ვერთვები.“ - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი

ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე არსებული DCFTI საინფორმაციო რესურს-მაგიდის კონსულტანტის ოლია ენდელაძის თქმით, ფამილს მსგავსი ფერმერებისათვის საინფორმაციო კონსულტაციის გაწევა სწორედ მათ კომპეტენციაში შედის.

„ჩვენ ასეთ ადამიანებს შეგვიძლია დავეხმაროთ. პირველ რიგში შეგვიძლია ჩავუტაროთ კონსულტაციები სახელმწიფო პროგრამების შესახებ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მისი ბიზნესისათვის რამე პროგრამა, რა პერსპექტივის ნახვა შეუძლია მას და თუ როგორ შეუძლია მიიღოს ფინანსური თუ არაფინასური მხარდაჭერა საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად.“ - ამბობს ოლგა ენდელაძე

ენდელაძე ასევე ამბობს, რომ ამავე სერვისის მიწოდება ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებსაც შეუძლიათ, მაგრამ მოსახლეობასა და რეგიონალურ სამმართველოებს შორის კავშირი პრობლემატურია.

რადიო „მარნეული“

ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
ფამილ ნასიბოვის ფერმა
Print