სოფელში, სადაც 9 ოჯახი ცხოვრობს, სასაფლაოებს შემოღობავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულბახსა და ბრდაზორში, სადაც სულ 86 ოჯახი ცხოვრობს, სასაფლაოების შემოღობვის სამუშაოებისთვის 29 044 ლარის ტენდერია გამოცხადებული.

სამუშაოები ითვალისწინებს ორივე სოფლის სასაფლაოზე ძველი ღობეეს დემონტაჟს, ღობის ბოძებისთვის ორმოების მოთხრას, ბეტონიანი საძირკვლების მოწყობას. ახალი მილების ჩაბეტონებას, მართულბადეების მოწყობას, ჭიშკარის მოწყობასა და ანტიკოროზიული საღებავებით შეღებვას.

როგორც რადიო „მარეულთან“ საუბრისას ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებულმა სეიფადინ იბადოვმა თქვა სოფელ გიულბახში 80 ოჯახი ცხოვრობს, ბრდაზორში კი მხოლოდ 9 ოჯახი. სოფლებს ყველაზე მეტად გზის პრობლემა აწუხებს, თუმცა მისი თქმით სასაფლაოების შემოღობვაც სოფლის მკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია.

„ბრდაზორის მცხოვრებლების დიდი ნაწილი სომხეთში ან რუსეთში ცხოვრობენ. თუმცა ყველა მიცვალებულს საქართველოში, საკუთარ სოფელში ასაფლავებენ. ამიტომ სასაფლაო საკმაოდ დიდია. სოფელ სადახლოსთან გზისპირას არის განლაგებული და ხშირად მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოდის სასაფლაოს ტერიტორიაზე და ძეგლებს ანადგურებს“ - ამბობს სეიფადინ იბადოვი.

გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 24 ოქტომბრამდეა. ამის მერე გაირკვევა თუ რომელ იურიდიულ ორგანზიაციას მოუწევს სამუშაობეის ჩატარება. იმ შემთვევაში თუ ტენდერი შედგება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები