მატარებელი, რომელმაც მარნეულში კაცი გაიტანა თბილისი-ერევნის მიმართულებით მიოძრაობდა
მატარებელი, რომელმაც მარნეულში 30 წლამდე კაცი გაიტანა, თბილისიდან ერევნის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, თბილისი-ერევანის მიმართულებით მოძრავი მატარებლის პერსონალი სომხეთის რკინიგზის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. მატარებლის მემანქანე დაკითხვაზეა გადაყვანილი.

გუშინ, 15 ოქტომბერს მარნეული-შულავერის გადასარბენზე მატარებელმა 30 წლამდე კაცი გაიტანა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო. ის ლიანდაგზე თავჩაღუნული იჯდა და მატარებლის გამაფრთხილებელი სიგნალების მიუხედავად რელსებიდან არ გადასულა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადაასვენეს.

როგორც შსს-ში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლითაა დაწყებული, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები