მარნეულში გრიგოლ ვაშაძის ბანერებზე „КГБ“ დააწერეს
მარნეულში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანტიტატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებსა და ბანერებზე „КГБ“ დააწერეს. წარწერები რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბანერებსა და ასევე სამედ ვურღუნის ქუჩაზე მდებარე შტაბის წინ, დიდ ბანერზე წითელი საღებავითაა დაწერილი.

ძალა ერთობაშია მოძრაობის შტაბიდან რადიო „მარნეულს“ აცნობეს, რომ ანალოგიური შემთხვევა ქალაქთან ერთად მარნეულის სოფლებშიც აღინიშნება. მათი თქმით შტაბში არ არსებობს სათვალთვალო კამერები, მაგრამ შტაბთან ახლოს მდებარე სავაჭრო ობიექტებში კამერები არის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას უკვე აცნობეს და მოკვლევა მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე „КГБ“ მარნეულის გარდა საქართვლოს სხვადასხვა რაიონებშიც დააწერეს.

რადიო "მარნეული"




ფოტოების ავტორი: ფუად გახრამანოვი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები