ახალ სავაჭრო რეგულაციებზე ინფორმაცია რწმუნებულებმაც უნდა გაავრცელონ






დღეს, 16 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა მარნეულის მუნიცილიტეტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან. რწმუნებულებს გააცნეს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შთანხმების რამდენიმე ასპექტი. მარნეულის „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ოლგა ენდელაძემ ისაუბრა ახალი რეგულაციების შესახებ, რომლის შესრულებაც მეწარმეებს ევალებაა. მეწარმეებს სავაჭრო ბაზარზე პროდუქციის გატანა ახალი რეგულაციების შესრულებით მოუწევთ. ინფორმაციის გავრცელებას კი სოფლებში რწმუნებულებიც შეუწყობენ ხელს.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ფიტოსანიტარიის რეფორმა საქართველოში, რომელიც დამსწრეებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფელ ინ ნიდ“-ის წარმომადგენელმა დავით ცომაიამ გააცნო. მისივე თქმით, მცენარეული პროდუქციით ვაჭრობაზე ახალი რეგულაციები გავრცელდება, რამაც მის უვნებლობაში უნდა დაგვარწმუნოს.

მცენარეული პროდუქცია, რომელიც გამოტანილია ბაზარზე არ აქვს მნიშვნელობა ეს სასურსათო, სანერგე თუ სათესლე მასალა იქნება, ყველას უნდა ჰქონდეს სპეციალური სერთიფიკატი, რომელიც მის სიჯანსაღეს დაადასტურებს. სპციალური სერთიფიკატის გაცემა სურსათის ეროვნულ სააგენტოს აკისრია.

Print