ქობულეთის ქუჩაზე ნაგავსაყრელის ნიადაგის სიჯანსაღეს იკვლევენ
დღეს მარნეულში პროექტ „დავასუფავოთ საქართველოს“ ფარგლებში ქობულეთის ქუჩაზე მდებარე არალეგალურ ნაგავსაყრელზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მდინარე ალგეთის მიმდებარე ტერიტორიის მცირე ნაწილი ნარჩენებისგან დასუფთავდა და ნიადაგს ბუნებრივი ნედლეული მოაყარეს. ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, ნუგზარ ბუაჩიძე ამბობს, რომ მსგავის ცდის თანახმად დაადგენენ თუ რამდენად გაჯანსაღდება ნიადაგი და შესაძლებელი იქნება თუ არა მარნეულში მდებარე ნაგავსაყრელების გამწვანება.



„სორბინტი და ცეოლიტი მოვაყარეთ, რომელიც საქართველოში მოიპოვეება და კასპიდან ჩამოვიტანეთ. ავიღეთ ანალიზი, დავამუშავეთ ნიადაგი. დავაკვირდებით, რამდენიმე თვის მერე მოვალთ ისევ ანალიზს ავიღებთ და თუ ვნახავთ, რომ იქ კარცენოგენული, მავნე ნივთიერებები შემცირდება ამ შემთხვევაში, ჩვენ იქაურობას გავამწვანებთ, რომ არავინ აღარ დაყაროს ნარჩენები.“- ამბობს გოჩა ბუაჩიძე

ბუაჩიძის თქმით, ქობულეთი ქუჩის სტიქიური ნაგავსაყრელი ადვილად დამუშავებადი ნიადაგის გამო შეარჩიეს. ახლა შედეგს განსაკუთრებით ელიან. ვნაიდან, რამდენიმ ხნის წინ მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღეს სინჯი და ლაბორატორიულად ცუდი შედეგი მიიღეს. სტიქიურ ნაგავსაყრელზე დასკვნის მიღებას 2 თვემდე საჭირდება. დადებითი შედეგის შემთხვევაში, მარნეულში არსებულ სხვა არალეგალურ ნაგავსაყრელებსაც გაასუფთავებენ და ხეებს დარგავენ. პროექტი შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში 86-მდე არალეგალური ნაგავსაყრელია აღრიცხული, რომელთა აღმოფხვრაც მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმით ევალება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები