კანონდარღვევით დაანონსებული 16 საკრებულოს სხდომა
ორჯერ გადადებული საკრებულოს სხდომა ხვალ, 19 ოქტომბერს გაიმართება.
სხდომა წესით 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
ინფორმაცია საკრებულოს სხდომის გამართვის შესახებ 2 დღით ადრე დადეს.
ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს დავუკავშირდით,
რომელმაც არ დააკონკრეტა თუ რატომ ვერ ახერხებს აპარატი კანონის
ფარგლებში, 7 დღით ადრე დაანონსებას.
ერთი კვირით დაანონსებული საკრებულოს სხდომის შესახებ ჩვენ ანონსი
არასდროს გვინახავს. რადიო „მარნეულმა“ მოიკვლია ინფორმაცია 8 თვის
განმავლობაში რამდენი სხდომა გაიმართა და რა ვადებში დაანონსდა.
აპრილის თვიდან დღემდე რიგგარეშე და დაგეგმილი სულ 16 სხდომა ჩატარდა.
აქდან რიგგარეშე 4 სხდომაა, რომელიც იმავე დღეს დაანონსეს.
19 ოქტომბრის სხდომა 12 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით,
ექვს საკითხს განიხილავენ:
1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29
დეკემმბრის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. ვ. მამედოვი, რ. ტაბატაძე/
2. დონარა ნარიმანიძის განცხადების განხილვის შესახებ
/რ. ტაბატაძე/
3. „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო
ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N120 განკარგულებაში ცვლილების
შეტანის შესახებ.
/მომხს. რ.ტაბატძე/
4. „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N3 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის
2018 წლის 04 ოქტომბრის N4225-03 მოხსენებითი ბარათის განხილვის
შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს N3590-03
მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გ. გიორგაძე/
კვლავ შეგახსენებთ, რომ : მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს,
საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის,
დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე
დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ –
შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს.
ასევე საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება
დაესწროს მას:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია,
რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები
საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული
ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის
გარეშე.
რადიო "მარნეული"