სურსათის ეროვნული სააგენტო სოფელ წერეთლის მოსახლეობას გადადუღებული წყლის მოხმარებისაკენ მოუწოდებს
სურსათის ეროვნული სააგენტო სოფელ წერეთლის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სასმელი წყალი დალევამდე გადაადუღონ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შედეგად სააგენტომ 4 ოქტომბერს სოფელ წერეთლის სასმელი წყლის სინჯი აიღო. სინჯის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წერეთლის სასმელი წყალი საქართველოს მთავრობის დადგენილებას „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ შესახებ არ შეესაბამება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, წერეთლის სასმელ წყალში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ცდომილებაა.

„არის ტექნიკური რეგლამენტი დარღვეული, კონკრეტულად მიკრობიოლოგიურ მავენებელშია ცდომილება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ აღნიშნული პრობლემის გამოსწორებამდე ისარებლონ ალტერნატიული წყლით ან მიიღონ გადადუღებული წყალი“

მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, რომ აღნიშშნული სახის ცდომილება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მაღალი საფრთხის შემცველი არაა. სურსთათის ეროვნულმა სააგენტომ „მარენულის სოფწყალს“ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული დარღვევის შესახებ.

„მარნეულის სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი რადო „მარნეულის“ ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს, რის გამოც ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი თუ როდის მოგვარდება წერეთლის სასელი წყლის პრობლემა, მანამდე კი წერეთლელებს წყლის დალევამდე მისი გადადუღება მოუწევთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები