წერეთლის წყალი სასმელად უვარგისია - „მარნეულის სოფწყალი“ რადიოს ზარებს არ პასუხობს
წერეთლის სასმელი წყალი საქართველოს მთავრობის დადგენილებას „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ შესახებ არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ, სააგენტოს ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების პასუხად, ნონა სამხარაძემ მიიღო.

ნონამ სასმელი წყლის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც სექტემბრიდან წერეთელში ონკანებიდან დაბინძურებული წყალი წამოვიდა.

„ერთ დღეს, როცა ჩავედი და ჩემი ვალით ვნახე წყალში ჭუჭყი გადავწყვიტე, რომ დამერეკა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და დამეტოვებინა შეტყობინება, რომ შეემოწმებინათ წყალი. დაახლოებით 2 კვირაში დამიკავშირდნენ და დედაჩემის სახლიდან აიღეს წყლის სინჯი.“

წერეთელში წყლის ხარისხის მთავრობის დადგენილებასთან შეუსაბამობის შესახებ ოფიციალური ინფრომაცია ნონა სამხარაძემ გუშინ, 22 ოქტომბერს მიიღო.

„ჩემთვის არაა ცნობილი თუ რას ნიშნავს არ შეესაბამება მთავრობის დადგენილებას. კი ვხვდები იმდენს, რომ სასმელად არაა კარგი, მაგრამ ზუსტად რას იწვევს, რა დაბინძურებაა და რა შეუსაბამობა არ ვიცი.“

ნონა ცდილობს, რომ გაარკვიოს თუ კონკრეტულად რა პრობლემაა წერეთლის სასმელ წყალში, რათა გაიგოს თუ რა ეფექტი მოახდინა სასმელი წყლის მოხმარებამ თავის 2 მცირეწლოვან შვილზე. ამბობს, რომ ბავშვებისთვის ონკანის წყლის დალევის აკრძძალვა რთულია.

„მე არ ვაპირებ ნაყიდი წყლით ვატარო ჩემი ბავშვები და ავუკრძალო ონკანის წყლის მოხმარება იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ ვაკონტროლებ, რომ ჩემმა შვილმა მიიღოს მხოლოდ ნაყიდი წყალი.“

ნონა წერეთლის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „სენი“-ს მხარდაჭერით, სამართლებრივი გზით გეგმავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, წერეთლის სასმელ წყალში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ცდომილებაა.

„არის ტექნიკური რეგლამენტი დარღვეული, კონკრეტულად მიკრობიოლოგიურ მავენებელშია ცდომილება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ აღნიშნული პრობლემის გამოსწორებამდე ისარებლონ ალტერნატიული წყლით ან მიიღონ გადადუღებული წყალი.“

მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, რომ აღნიშშნული სახის ცდომილება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მაღალი საფრთხის შემცველი არაა. სურსთათის ეროვნულმა სააგენტომ „მარენულის სოფწყალს“ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული დარღვევის შესახებ.

„მარნეულის სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი რადო „მარნეულის“ ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს, რის გამოც ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი თუ როდის მოგვარდება წერეთლის სასელი წყლის პრობლემა, მანამდე კი წერეთლელებს წყლის დალევამდე მისი გადადუღება მოუწევთ.

რადიო „მარნეული“





წერეთელში ამღვრეული წყალი ონკანებიდან ერთ კვირაზე მეტია მოდის


მარნეულის "სოფწყალს" წერეთელში წამოსული ამღვრეული წყლის მიზეზებისათვის არ მიუგნია


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები