ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ტრენინგების ციკლი მარნეულიდან დაიწყო
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ტრენინგების ციკლი დღეს, 24 ოქტომბერს მარნეულიდან დაიწყო. იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფასო ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონულ ცენტრებში ჩატარდება. ტრენინგების მიზანია ანტიდისკირმინაციული კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების სენსიტიურობის ამაღლება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერისა და პროექტის კოორდინატორის, ანა ვაშალომიძის თქმით, ტრენინგიებში მონაწილეობისათვის პრიორიტეტი საჯარო მოხელეებს მიენიჭათ.

„დამსწრე პირებში პრიორიტეტი მიენიჭა იმ პირებს, რომლებიც არიან დასაქმებული საჯარო სექტორში და ასევე ყველა მსურველს, რომელმაც ტრენინგში დასწრების სურვილი გამოთქვა. ტრენინგზე დასწრება არის უფასო და შერჩეული იქნა პირველი 20 აპლიკანტი.“ - გვითხრა ანა ვაშალომიძემ

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერის შალალა ამირჯანოვას თქმით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამდაგვარ ტრენინგებს ხშირად ატარებს.

„ვფიქრობ, რომ ეს კამპანია ხელს შეუწყობს დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრას და, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით“ - ამბობს შალალა ამირჯანოვა

ტრენინგების ციკლი დღეს, 24 ოქტომბერს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები