ახმედ იმამკულიევის 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ დავთ ბაქრაძე
საპრეზდენტო არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი. ჩვენ პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდოარე ახმედ იმამკულიევს დავუავშირდით, რათა გაგვეგო 5 მიზეზი, თუ რატომ უჭერს მხარს დავით ბაქრაძის კანდიდატურას.

  1. „საქართველოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია, საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომატია.“
  2. „არის ყველასათვის მისაღები პიროვნება, გინდ იყოს მეორე ოპოზიციისთვის და დღევანდელი ხელისუფლებისთვის. არის საქართველოში უძლიერესი და უჭკვიანესი ადამიანი, რომელიც საქართველოზე ზრუნავს წლების განმავლობაში.“
  3. „ბაქრაძეს უნდა დაუჭიროს მხარი მოსახლეობამ იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება იმ პიროვნებას, რომელმაც გუშინწინ აღიარა საქართველოში „რუხი კარდინალობა“. ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მივცეთ საშვალება, რომ მართოს საქართველო თვის ნებაზე, იქედან გამომდინარე, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის „მარიოეტკა“.
  4. „ბაქრაძეს იმიტომ უნდა დავუჭოროთ მხარი, რომ მას ყავს გუნდში ისეთი ძლიერი პიროვნებები, როგორიცაა ბატონი გიგი უგულავა, ბატონი გიგა ბოკერია და ა.შ. ბაქრაძის გუნდი არის პოლიტიკურად უძლიერესი საქართველოში, რომელსაც შეუძლია დღევანდელი სიტუაცია შეცვალოს კარგის მხრივ, როგორც ეკონომიკური ისე საერთაშორისო მიმართულებით.“
  5. „ბატონი დავით ბაქარაძე არის ის პიროვნება რომელსაც სურს, რომ საქართველოში დამთავრდეს შურისძიება, საქართველოში დამთავრდეს პოლიტიკური გადახტომები და საქართვეოში იყოს პოლიტიკური მომავალი ყველა პარტიისთვის. ბაქრაძე არ მოდის რევანშისათვის. ბაქრაძის იდეაა რომ გააერთიანოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.“

დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატია.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები