გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მარნეულში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ დღეს, 25 ოქტომბერს მარნეულიში, რუსთაველის ქუჩაზე, საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

მოძრაობის წევრები მარნეულის ქუჩებიდან გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერების ჩამოხსნას აპროტესტებდანდ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები ჩამოხსნეს. მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ღუდუშაურმა რადიო „მარნეულისათვის“ ბანერების ჩამოხსნის მიზეზის ახსნა არ ისურვა და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემისათვის ოფიციაური წერილით მიმართვა გვთხოვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები