ISFED: რუსლან გაჯიევი მაჟორიტარი დეპუტატის ოფისს მარნეულში იყენებს როგორც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიშს აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით მარნულში წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის რუსლან გაჯიევის შტაბში და სოფელ კიროვკას საჯარო სკოლაში დაფიქსირდა.

„მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, რუსლან გაჯიევი მაჟორიტარი დეპუტატის ოფისს მარნეულში იყენებს როგორც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს. მის ოფისში სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის მიზნით ტარდება შეხვედრები ახალგაზრდებთან და სხვა მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ოფისის თანამშრომლები რუსლან გაჯიევთან ერთან დადიან მარნეულის სოფლებში და მონაწილეობენ სააგიტაციო შეხვედრებში. რუსლან გაჯიევის ბიუროში მუშაობს 6 ადამიანი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორმა, ხაზეინ მამედოვმა სკოლის კედლებზე განათავსა სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები.“
- წერია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები