მარნეულში საპრეზიდენტო არჩევნებზე 99 173 ადამიანია რეგისტრირებული
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღეა
დარჩენილი. 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები
პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ.
მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია.
პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია
რეგისტრირებული.
საქართველოს მასშტაბით სულ 3 705 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან
511 მარტივად ადაპტირებული უბანია, ხოლო 755 პანდუსიანი.
საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 3 518 877 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
რადიო „მარნეული“