მარნეულს ახალი სკოლა "მომავალი" შეემატა




დღეს, 26 ოქტომბერს, მარნულში კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, სკოლა „მომავალს“ საქართველოს განაათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სკოლა ერთი თვეა რაც გაიხსნა და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ფერადი კედლები, კეთილმოწყობილი კლასები, სააქტო დარბაზი, სპორტ დარბაზი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ნათელი სივრცე ყველანარი აქტივობის სურვილს გიჩენს.

როგორც სკოლა „მომავლის“ აკადემიური დირექტორი ნანა დალაქიშვილი ამბობს, მოსწავლეებისთვის სწავლება სახალისო უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის შესწავლას.

კერძო სკოლა 320 მოსწავლეზეა გათვლილი, ამჟამად 118 მოსწალე სწავლობს. 30 მასწავლებელი ჰყავთ მათ შორის, რამდენიმე ადგილობრივი. ნანა დალაქიშვილი სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა და თქვა, რომ თავიანთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა, რომ სხვა სკოლის მოსწავლეებიც ესტუმონ და სხვა და სხვა აქტივობები განახორციელონ.

სკოლაში სასწავლო პროცესი 09:30- დან იწყება და 17:30 სრულდება. დირექტოის თქმით, ფაქტობრივად მოსწავლეებს სახლში მისვლისას დავალებების შესრულება აღარ უწევთ, სკლოაში ამეცადინებენ. ვინაიდან, სკოლამ წელს დაიწყო ფუნქციონირება შეღავათიანი სწავლის საფასური განისაზღვრა- 3600 ლარის ოდენობით.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები