არჩევნები 2018: 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ
პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს იმართება, სულ 25 კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) გაიხსნა დილის 8 საათიდან და ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ 20 საათამდე . ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

ნახეთ ვის შორის უნდა გააკეთონ არჩევანი ამომრჩევლებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში:

#1 მიხეილ ანთაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
# 2 დავით ბაქრაძე -ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის
# 4 ვახტანგ გაბუნია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
#5 გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
#10 შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია
#13 ზვიად მეხატიშვილი – საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია
#17 გიორგი ლილუაშვილი – “საქართველო”
#18 აკაკი ასათიანი – ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
# 21 კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო
# 22 ოთარ მეუნარგია – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
# 23 ირაკლი გორგაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
# 25 დავით უსუფაშვილი – თავისუფალი დემოკრატები
# 27 ზვიადი ბაღდავაძე – სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო
# 28 მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე
# 30 ზვიად იაშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
# 31 თამარი ცხორაგაული -თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა
# 35 გელა ხუციშვილი -საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
# 36 ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი
# 40 ლევან ჩხეიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
# 48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი [მხარს უჭერს “ქართული ოცნება]
# 49 ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი
# 51 გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი
# 58 კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი
# 62 ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი
# 65 თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი

მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია. პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია რეგისტრირებული.
Print