მარნეული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კობა ასანიძის
თქმით,
მარნეულის მასშტაბით საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა.
"სულ 90 უბანი გვაქს, დილის 07:00 საათზე გაიხსნა უბნები, წილისყრა
კანონის შესაბამისად ჩატარდა და 08:00 საათზე ხმის მიცემის პროცედურა
დაიწყო." - ამბობს კობა ასანიძე.
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ბოლოჯერ
აირჩევენ.
მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია.
პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია
რეგისტრირებული.
რადიო "მარნეული"