"ევროპული საქართველოს" "მომღერალი" მანქანა მარნეულის ქუჩებში
მარნეულის ქუჩებში "ევროპული საქართვეელოს" "მომღერალმა" მანქანამ სიარული დილიდან დაიწყო.

სააგიტაციო მანქანა, სადაც "ევროპული საქართველოს" კანდიდატის მხარდასაჭერად პარტიის სიმღერებია ჩართული ქალაქ მარნეულსა და სოფლებში სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში ივლის.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად კენჭისყრის დღეს, წინასაარჩევნო აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაშია აკრძალული.




დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს მე-5 პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით ბოლოჯერ აირჩევს.

რადო "მანრეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები