მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად უბანზე დილიდან მივიდა
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად სოფელ საიმერლოს N27- ე უბანზე დილიდან მივიდა, თუმცა ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში არჩვანი გაკეთებული არ ჰქონდა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ავტომობილში ჰქონდა დატოვებული, რომლის აღების შემდეგაც საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. 

"მე გადაწყვეტილება დიდი ხანია  მიღებული მაქვს, ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს ვაძლევ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, არჩევნები ჯერჯერობით მშვიდობიანად მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება. "

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ.

მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია. პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია რეგისტრირებული.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები