სოფელ ქუთლიარის N40 საარჩევნო უბანზე 1 331 ამომრჩეველია დარეგისტრირებული
მე-40 საარჩევნო უბანი სოფელ ქუთლიარში მდებრეობს. უბანზე საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 1 331 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, მათ შორისაა საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებიც. საარჩევნო პროცესი მშვიდად დაიწყო და მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევენ. ამის შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. პრეზიდენტობისთვის 25 კანდიტატი იბრძვის.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები