სოფელ შაუმიანში ამომრჩევლები მუნიციპალური ტრანსპორტით გადაჰყავთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში  N 9 და N 71 საარჩევნო უბანს მუნიციპალურიი ტრანსპორტი, N1 მარშუტკები ემსახურება .

საარჩევნო უბნების წინ რადიო " მარნეულმა" ორი მარშუტკა შენიშნა. ჩვენ ერთ-ერთი მარშუტკის მგზავრებს გამოველაპარაკეთ და თქვეს, რომ ისინი სოფელ ხიხანიდან ხმის მისაცემად ჩამოიყვანეს.

"მე ხიხანიდან ვარ, ხმის მისაცემად მოგვიყვანეს აქ" - ამბობს ერთ-ერთი მკვიდრი

ჩვენ მძღოლსაც ვესაუბრეთ და დაგვიდაატურა, რომ დღეს მართლაც სოფლებიდან დაჰყავს ხალხი.

N1 სამარშრუტო ტრანსპორტი კერძო კომპანიის საკუთრებაა. რომელსაც მარნეულის მერიის არა ერთი ტენდერის გამარჯვებულია.
ჩვენ სამგზავრო ტრანსპორტის უფოსს, იური სამხარაძეს დავუკავშირდით, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დღეს რომ მარშუტკების მცირე რაოდენობა დადის ქალაქში ამას დასვენების დღეს უკავშრებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები