დეპუტატის თქმით მისი არჩევანი ყველაზე კარგია
"ის კანდიტატი, რომელსაც ხმა მივეცი ყველაზე კარგია" - რუსლან გაჯიევი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საკუთარი არჩევანი სოფელ აზიზქენდში #14 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მისი თქმით ის კანდიტატი, რომელსაც მან ხმა მისცა ყველაზე კარგია.

"სალომე ზურაბიშვილი კანდიტატებს შორის ყველაზე კარგია. მსოფლიოში და ქვეყანაში ერთ-ერთი ცნობილი დიპლომატია. როგორც დამოუკიდებელი კანდიტატი ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს და ეს საიდუმლო არ არის"- ამბობს რუსლან გაჯიევი.

დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს მოქალაქეები ბოლოს ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უაბნია გახსნილი. მათგან 15 შშმ პირებისათვის ადაპტრებულია. პანდუსებით კი მარნეულს სულ ორი უბანი აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულში 99 173 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები