"მე საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს მივეცი ხმა" - აზერ სულეიმანოვი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და თავისი არჩევანი დააფიქსირა .

მან ხმა მისცა მარნეულის N3 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში. მისი თქმით ნარკოტიკის გარეშე არსებულ საქართველოს, აბხაზეთდან და ოსეთდან ერთად წარმატებულ საქართველოს მისცა ხმა.

"მე საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს მივეცი ხმა. ნარკოტიკის გარეშე არსებულ საქართველოს, აბხაზეთდან და ოსეთდან ერთად წარმატებულ საქართველოს მივეცი ხმა. ჩვენ ერთხელ ხელისუფლებაში ვიყავით. ვიცით, რომ ქვეყანა როგორ უნდა შევქმნათ. ზოგიერთებივით 6 წელიწადში არ დავანგრიეთ ქვეყანა. ყველაზე სუფთა და ლამაზ ქართველს მივეცით ხმა. საქართველოს მომავალს მივეცით ხმა"- ამბობს აზერ სულეიმანოვი.


დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს მოქალაქეები ბოლოს ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უაბნია გახსნილი. მათგან 15 შშმ პირებისათვის ადაპტრებულია. პანდუსებით კი მარნეულს სულ ორი უბანი აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულში 99 173 ამომრჩეველია დარეგისტრირებული
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები