რადიო "მარნეულის" ჟურნალისტს არაფლოში, #56 უბანზე, კომისიის წევრმა ზეწოლით სურათები წააშლევინა
სოფელ არაფლოს #56 საარჩევნო უბანზე
რადიო "მარნეულის" ჟურნალისტები პროფესიული საქმინობის შესრულების
მიზნით უბნის ტერიტორიაზე შევიდნენ
.
ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც #22 საოქლო საარჩევნო კომისიის
აკრედიტაცია ჰქონდა, პირადობის მოწმობის არქონის გამო უბანზე არ
შემოუშვეს.
ჟურნალისტმა ვითარების ამსახველი ფოტოები გადაიღო. გარეთ მყოფმი
კომისიის წევრები მას საარჩევნო კომისიის მაგიდის გადაღებას
აბრალებდნენ. უბანთან მყოფმა პირებმა რადიოს
ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და მას ბრალს კანონის დარღვევას და
ფალსიფიცირებული საბუთების წარდგენაში სდებდნენ.
ფსიქოლოგიური ზეწოლით მათ ჟურნალისტი აიძულეს სურათები წაეშალა.
ჟურნალისტებს, ამავე უბანზე, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა
არაკორექტულად მიმართა და მათი საარჩევნო უბანზე შეშვება არ
სურდა.
ამ დროს, #56 უბანზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა
ნავერიანი იმყოფებოდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით რადიო "მარნეულმა" "ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციას" მიმართა და სიტუაციაში გარკვევა
სთხოვა.
რადიო "მარნეული"