ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნებს აფასებენ
საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ახმედ იმამყულიევის თქმით, არჩევნები როგორც ყოველთვის ახლაც გააყალბეს.
„პოლიტიკური ნაბიჯები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზუსტად იგივე გრძელდება, რაც 2014, 2016, 2017 წლებში იყო. გააყალბეს არჩევნები სომხური კარუსელებით. მოსახლეობას გადაუხადეს ფული, ასე ვთქვათმ იყიდეს.“- თქვა ახმედ იმამყულიევმა


არჩევნებს არაკეთისინდისიერად აფასებს „ძალა ერთობაშიას“ მარნეულის შტაბის უფროსი აგილ მუსტაფაევი

„არჩევნები მიმდინარეობდა, ზეწოლით, შანტაჟით, ყველა უბანზე ზეზოლა მოახდინეს ჩვენს წარმომადგენლებზე. ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები პირდაპირ შედიოდნენ უბნებზე და ჩვენი კომისიის წევრებს აშანტაჟებდნენ .ორი უბნის მონაცემები გვაქვს და ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ მთელ საქართველოში“ - თქვა აგილ მუსტაპაევმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები