ქალაქ მარნეულის 15 უბნიდან ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთიშ გაიმარჯვა
ქალაქ მარნეულში მდებარე 15 საარჩევო უბნიდან სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთში გაიარჯვა.

N1 უბანზე, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ზურაბიშვილმა 180 ხმა დააგროვა, ვაშაძემ კი 155.

ქალაქის დანარჩენ, თორმეტივე, უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

ეს უბნებია:

N2 - მეხუთე საჯარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 192, სალომე ზურაბიშვილი 101

N3 – N8 საჯარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 224, სალომე ზურაბიშვილი 79

N4 – N2 საჯარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 149, სალომე ზურაბიშვილი 101

N5 – N3 საკარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 197, სალომე ზურაბიშვილი 76

N6 – 9 ძმის ქუჩა, გრიგოლ ვაშაძე 144, სალომე ზურაბიშვილი 106

N7 - სამედ ვურგუნის ქუჩა, გრიგოლ ვაშაძე 252, სალომე ზურაბიშვილი 167

N64 – N6 საჯარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 122, სალომე ზურაბიშვილი 80

N65 – N7 საჯარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 267, სალომე ზურაბიშვილი 106

N66 – N4 საჯარო სკოლა, გრიგოლ ვაშაძე 197, სალომე ზურაბიშვილი 76

N67 - კულტურის სახლი, გრიგოლ ვაშაძე 175, სალომე ზურაბიშვილი 63

N68 - სურსათის ეროვნული სააგრნტოს მარნეულის ოფისი, გრიგოლ ვაშაძე 258, სალომე ზურაბიშვილი 111

N69 – N4 საბავშვო ბაღი, გრიგოლ ვაშაძე 364 , სალომე ზურაბიშვილი 73

N85 – N5 საჯარო სკოლა გრიგოლ ვაშაძე 163, სალომე ზურაბიშვილი 134

N86 - ქალაქ მარნეული, ჯანდარის დასახლება გრიგოლ ვაშაძე 75, სალომე ზურაბიშვილი 40

საქართველოს მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, 3 705 უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 37,74% დააგროვა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები