მარნეულის 25 სოფელში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
მარნეულის სოფლებში გახსნილ 25 საუბნო საარჩევნო კომისიაში გრიგოლ ვაშაძემ ყველა კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 90 უბანი იყო გახსნილი.

ხმების ყველაზე მაღალი რაოდენობა ვაშაძემ სოფელ თაზაკენდში დააგროვა, მას მხარი 333-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

გრიგოლ ვაშაძემ ყველაზ დაბალი მაჩვენებელი სოფელ წერაქვში აჩვენა, მას მხარი მხოლოდ 7-მა წერაქველმა დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ვაშაძესთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდა, წერაქვში 401 ხმა მიიღო.

სოფელ ქვემო ყულარში, N90 საუბო საარჩევნო კომისიაში, გრიგოლ ვაშაძემ და სალომე ზურაბიშვილმა ხმების იდენტური რაოდენობა დააგროვეს. მარნეულის ბოლო საარჩევნო უბანზე მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა 131-131 ხმა მიიღეს.

საქართველოს მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მარნეულში 90 უბნიდან 16 884 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 13 796 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს სააც გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა:

N12 - სოფ. საბირკენდი, გრიგოლ ვაშაძე 190, სალომე ზურაბიშვილი 87
N13 - სოფ. თაზაკენდი, გრიგოლ ვაშაძე 333, სალომე ზურაბიშვილი 166
N14 - სოფ. აზიზკენდი,გრიგოლ ვაშაძე 157, სალომე ზურაბიშვილი 145
N15 - სოფ. ალგეთი, გრიგოლ ვაშაძე 149, სალომე ზურაბიშვილი 135
N23 - სოფ. აღმამედლო, გრიგოლ ვაშაძე 229, სალომე ზურაბიშვილი 147
N25 - სოფ. ულაშლო, გრიგოლ ვაშაძე 230, სალომე ზურაბიშვილი 176
N34 - სოფ. კაპანახჩი, გრიგოლ ვაშაძე 149, სალომე ზურაბიშვილი 125
N36 - სოფ. მე-2 ქესალო, გრიგოლ ვაშაძე 295, სალომე ზურაბიშვილი 105
N37 - სოფ. ქეშალო, გრიგოლ ვაშაძე 330, სალომე ზურაბიშვილი 102
N38 - სოფ. ქეშალო, გრიგოლ ვაშაძე 254, სალომე ზურაბიშვილი 172
N43 - სოფ. კაჩაგანი, გრიგოლ ვაშაძე 174, სალომე ზურაბიშვილი 131
N48 - სოფ. ყიზილაჯლო, გრიგოლ ვაშაძე 186, სალომე ზურაბიშვილი151
N51 - სოფ. ყულარი, გრიგოლ ვაშაძე 198, სალომე ზურაბიშვილი 171
N52 - სოფ. დაშტაფა, გრიგოლ ვაშაძე 202, სალომე ზურაბიშვილი126
N55 - სოფ. შულავერი, გრიგოლ ვაშაძე 224, სალომე ზურბიშვიი 114
N56 - სოფ. არაფლო, გრიგოლ ვაშაძე 286, სალომე ზურაბიშვილი 172
N59 - სოფ. იმირი, გრიგოლ ვაშაძე 291, სალომე ზურაბიშვილი 222
N72 - სოფ. ალგეთი, გრიგოლ ვაშაძე 113, სალომე ზურაბიშვილი 85
N76 - სოფ. კასუმლო, გრიგოლ ვაშაძე 235, სალომე ზურაბიშვილი 153
N77 - სოფ. აღმამედლო, გრიგოლ ვაშაძე 226, სალომე ზურაბიშვილი 128
N78 - სოფ. ბეგლიარი, გრიგოლ ვაშაძე 307, სალომე ზურაბიშვილი 142
N80 - სოფ. ილმაზლო, გრიგოლ ვაშაძე 142, სალომე ზურაბიშვილი 49
N82 - სოფ. კაჩაგანი, გრიგოლ ვაშაძე 194, სალომე ზურაბიშვილი 185
N83 - სოფ. ყიზილაჯლო, გრიგოლ ვაშაძე 175, სალომე ზურაბიშვიი 143
N84 - სოფ. ახლომახმუდლო, გრიგოლ ვაშაძე 255, სალომე ზურაბიშვილი 153

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები