მარნეულის 7 სოფელში გარე განათების მოსაწყობად მერიამ 114 587 ლარის ტენდერი გამოაცხადა
სოფელ ჩანახჩში, ენიქენდში, შულავერში, დიოკნისში, ბაითალოში, თაქალოსა და დაშტაფაში გარე განათების მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში მოხდება.

ელექტრონული ტენდერი მარნეულის მერიამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა.

ჩანახჩიში 50 გარე განათების ბოძი დამონტაჟდება, სამუშაოების მოსაწყობად კი 24 000-ზე მეტი არ უდა დაიხარჯოს.

ენიქენდში 25 გარე განათების ბოძის დასამონტაჟებლად მაქსიმუმ 10 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.

შულავერში დასამონტაჟებელი 39 გარე განათების ბოძისათვის მაქსიმუმ 15 000 ლარის დახარჯვაა შესაძლებელი.

დიოკნისში 40 გარე განათების ბოძის მოწყობის თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

სავარაუდოდ, 25 გარე განათების ბოძი დაყენდება სოფელ ბაითალოში, რაშიც მერიამ მაქსიმუმ 10 000 ლარი უნდა დახარჯოს.

თაქალოში გარე განათების მოწყობისათვის თქნხა 15 000-ს, ხოლო დაშტაფაში 20 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისათვის სატენდერო წინადადებების მიღება 4 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები