მარნეულში 322-მა ადამიანმა ვირუსული გრიპის ვაქცინა გაიკეთა
ვირუსული გრიპის ინფექციის სეზონთან დაკავშირებით, მარნეულის საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა 450 ვაქცინა მიიღო.

როგორც ცენტრის დირექტორი ეთერ ლაფერაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, აუცილებელია ზამთარს გაძლიერებული იმუნიტატით შევხვდეთ. ვაქცინა მათ ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს და თითქმის სრული რაოდენობა აქვთ უკვე დარიგებული. ვაქცინა რისკ-ჯგუფებზე უფასოდ გაიცემა.

„მაღალხარისხოვანი ვაქცინებია. რისკ-ჯგუფებზე გავცემთ, როგორებიცაა: დიალეზზე მყოფი პაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, ორსულები, მოხუცები, ბავშვები და სამედიცინო დაწესებულების მუშაკები,.უკვე 322 ვაქცინა გავეცით“


ვაქცინის გაცემა უკვე სრულდება. როგორც ლაფერაძე ამბობს, წინასწარ გეგმის საფუძველზე გამოიწერეს ვაქცინა და სურვილის შესაბამისად გადაანაწილეს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები