მარნეულელები არჩევნებს აფასებენ
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ყველაზე დაბალი აქტივობა მარნეულშ iდაფიქსირდა - 28.7%. ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ აფასებს მოსახლეობა სამი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებს და ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ.

„ჩვენი ხმა ვის აინტერესებს ვისაც უნდათ იმას დანიშნავენ.“

„პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაინტერესებს, არჩევნებზე არც ვყოფილვარ“

„ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობდა არჩევნები“

„ძალიან კარგად ჩატარდა“

„დემოკრატიულად ჩატარდა, ძალიან კარგად“

„მეზიზღება არჩევნები. როდის იყო ნორმალურად ტარდებოდეს, მაგრამ მეორე ტურში შეიძლება წავიდე“

„კარგად ჩატარდა. ვის ვიინ უნდოდა იმას მისცა ხმა“

„მე აქ არ ვიყავი. ამბობენ ცოტა ხალხი იყო არჩევნებშიო, მეორე ტურზე აუცილებლად წავალ“

„ჩვენ გვინდა რომს საქარველოში კარგად იყოს ყველაფერი , სხვა არაფერი მინდა.“


ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, 3 705 უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 37,74% დააგროვა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

რადიო "მარნეული"



Print