„ჟვანიას სკოლა“ კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ საბაზისო პროგრამაზე მსმენელების მიღებას იწყებს
„ჟვანიას სკოლა“ კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ საბაზისო პროგრამაზე მსმენელების მიღებას იწყებს. პროგრამა საჯარო მოხელეებზეა გათვლილი, რათა მათ შეისწავლონ ისეთ კომპიუტეტულ პროგრამებთან მუშაობა, რომლებიც აუცილებელია საჯარო მოხელის საქმიანობისათვის.

„ჟვანიას სკოლის“ ელექტრონული სწავლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი პროგრამის კოორდინატორის გიორგი ტაბუსაძის თქმით, მსმენელები ისწავლიან ისეთ პროგრამებთან მუშაობას, როგორიცაა Word, Excel, საოფისე პროგრამები, Google-ის პროდქტები და სოციალური ქსელები.

„საბაზისო დონის შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევქმნათ შემდეგი დონეები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ახალ საფეხურზე და უფრო მეტად იქნება გამახვილებული ყურადღება საოფისე პროგრამებზე, რომლებიც სჭირდებათ სამსახურებში.“ - ამბობს გიორგი ტაბუსაძე

სწავლება, მთელის საქართველოს მასშტაბით, ქართულ ენაზე გაიმართება.

„ჩვენი სკოლა სახელმწიფო ენას ასწავლის A-1, A-2 და B-1 დონეზე. შესაბამისად, ჩვენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამაზე ვთხოვთ მსმენელებს, რომ ჰქონდეთ მინიმუმ A-2 დონე. ვუტარებთ პრეტესტს და მისი ჩაბარების შემდეგ უკვე ვრიცხავთ ჯგუფში. თუ ადამიანი არ აკმაყოფილებს A-2 დონეს მას ვთავაზობთ, რომ ქართული ენის კურსები გაიაროს და ამის შემდეგ მოხვდეს ჩვენს კურსზე.“ - გვითხრა გიორგი ტაბუსაძემ

კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ საბაზისო პროგრამა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, სულ 90 სასწავლო საათი. მარნეულში პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა „ჟვანიას სკოლის“ მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს უნდა მიმართონ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები