მოქალაქის ინიციატივის შემდეგ წითელ სოფელში გზას აგებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელ სოფელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ავტორი ამავე სოფლის მოქალაქე არამ აკოფიანია, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სოფლის მთავარი პრობლემა ცუდი გზის არსებობა იყო, რისთვისაც გასულ წელს დაწერა პროექტი და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა.

„ეს იყო სოფლის მთავარი პრობლემა, რომელზედაც, ცხადია, ჩემი სოფლის მოსახლეობაც თანხმდებოდა. მე შევიტანე პროექტი“ - ამბობს არამ აკოფიანი

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, წითელ სოფელში და მარეთში დევნილთა კორპუსებამდე მისასვლელი გზა ერთი პროექტის ფარგლებში გაკეთდა და ერთი ტედერის მიხედვით იყო გათვალისწინებული. მარეთში გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ორივე სოფლისთვის ბიუჯეტიდან 327 870 ლარი გამოიყო.


ფოტოების ავტორი: არამ აკოფიანი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები