მარნეულში სკოლა გაქურდეს
დღეს, 3 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტი გაქურდეს.

აღსანიშნავია, რომ N1 სკოლა სამშენებლო სამუშაოების გამო უკვე მესამე წელია სასწავლო პროცესს  N8 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში გადის. როგორც N1 სკოლის დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, ფაქტი მერვე სკოლის დირექტორმა ნახა, რომლის კაბინეტიც მათ გვერდითაა. მერაბიშვილის თქმით, წაღებულია სამი კომპიუტერი, სადაც მოსწავლეების პირადი საქმეები ჰქონდა. 

დირექტორი ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქეთევან მერაბიშვილს სკოლაში საპატრულო პოლიცია არაერთხელ ჰყავდა გამოძახებული იმ მიზეზით, რომ უცხო პირები მათ სკოლის ტერიტორიაზე რამდენჯერმე შევიდნენ.

სკოლას არც მანდატური ჰყავს და არც ვიდეო თვალია დამონტაჟებული. 

ამ დროისთვის ადგილზე  იმყოფება საპატრულო პოლიცია და ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს.

როგორც შინაგან სამეთა სამინისტროშ რადიო "მარნეულს"  განუცხადეს, გამოძება 177-ე , ქურდობის მუხლითაა დაწყებული
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები