როგორ მოვამზადოთ უებარი სუპი ღოლოსგან გაციების დროს
ღოლო სამკურნალო მცენარეა, რომელიც კარგად ხარობს მინდვრებში, მდელოებზე, წყალსაცავის ნაპირებზე, საზოგადოდ ზომიერად ნესტიან და ნესტიან ნიადაგებში.

სამკურნალოდ აგროვებენ ძირითადად ფესვებსა და ფესურას აგვისტო-სექტემბერში, იშვიათად ნაყოფსა და ყვავილებს. ფესვებს თხრიან ნიჩბით, ჩამობერტყავენ მიწას, მოაჭრიან ღეროებს, ფოთლებს, კარგად გარეცხავენ გამდინარე წყლით.

ჩვეულებრივი ღოლოსაგან დამზადებული ნაყენები, ნახარშები, ფხვნილები და ექსტრაქტები გამოიყენება კოლიტების, ენტეროკოლიტების, სწორ ნაწლავზე ნახეთქების, ჭიების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე პირის ღრუს ანთებითი პროცესების (სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა და სხვა) სამკურნალოდ.

ღოლოს მარნეულში ძირითადა გაციების, ხველის დროს იყენებენ. მცენარის  ყიდვაც ბაზარში ჩვეულებრივ შეგიძლით.



გთავაზობთ ღოლოს გამოყენების რეცეპტს გაციების შემთხვევაში.


საჭირო ინგრედიენტები:


ერთი თეფში გამშრალი ღოლო

1,5 ლიტრი წყალი

100-150 გრ კარაქი

2 დიდი კოვზი ფქვილი

წიწაკა და მარილი გემოვნებით



მომზადების წესი:

დაჭრილ ღოლოს რამდენიმე წუთით ვხარშავთ,  სხვა ქვაბში გაადნეთ კარაქი და დაამატეთ 1.5 ლიტრა წყალი.  ფქვილისგან ვამზადებთ ფხვიერი მასას. წყალი რომ ადუღდება ვამატებთ მოხარშულ ღოლოს და ფქვილისგან მომზადებულ  ფხვიერ მასას. ვურევთ ნელ-ნელა ვიდრე მასა შეიკვრება დავუმატოთ მარილი წამოვადუღოთ. კერძი მზადაა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები