მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არჩევნების გაყალბების მცდელობას უარყოფს
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრი ირაკლი კვარაცხელია არჩევნების გაყალბების მცდელობას უარყოფს .

Marneulifm.ge-ის ჟურნალისტთან საუბრისას კვარაცხელია განმარტავს, რომ 28 ოქტომბერს, მარნეულში საკუთარ მოვალეობის შესრულების შემდეგ, თბილისში არჩევანის დასაფიქსირებლად წავიდა. ის საარჩევნო სპეცსიაში არ ყოფილა.

ვაკის N51 საარჩევნო უბანზე მისვლისას კვარაცხელიას ხელზე მარკირების ნიშანი აღმოაჩნდა.

„როდესაც ულტრაიისფერი დეტექტორით უნდა შეემოწმებინათ ჩემი ხელი აღმომაჩნდა გაურკვეველი ლაქა. მე ბოდიში მოვუხადე (კომისიის წავრებს), არ დავატანე ძალა იმიტომ, რომ ჩემი შესვალ იქნებოდა უფრო არასწორი, ვიდრე რომ არ მიმეცა საერთოდ ხმა“ - ამბობს ირაკლი კვარაცხელია

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისათვის თქმით, პიროვნება, რომელიც მას ვიდეოს უღებდა გაურკვეველი და არაადეკვატური იყო. მასთან დიალოგში შესვლა კვარაცხელიასთვის შეუძლებელი იყო და სწორედ ამიტომ, ტერიტორიის დატოვება არჩია.

„მე საერთოდ არ მიმიცია 28 ოქტომბერს ხმა, არც ერთ უბანზე.“

ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია თუ რატომ აღმოაჩნდა მარკირება ხელის გულზე.

რადიო „მარნუელი“





მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები