მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 პირველი საჯარო სკოლის დირექტორის
კაბინეტიდან წაღებული ნივთების ნაწილი ნაპოვნია.
როგორც სკოლის დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი ჩვენთან საუბარში
ამბობს, გამომძებელმა მას სურათი აჩვენა, სადაც სკოლის ერთი
კომპიუტერის მონიტორი, ორი პროცესორი და დირექტორის პირადი ნივთები
ჩანდა. მერაბიშვილის თქმით, ტექნიკა პოლიციამ ამავე სკოლის სარდაფის
სახურავზე იპოვა, თუმცა მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია დადგენილია თუ
არა დამნაშავე და მიეცა თუ არა ის პასუხისგებაში.
გარდა აღნიშნული ნივთებისა, სკოლიდან სხვა ტექნიკაცაა მოპარული, სადაც
მოსწავლეების პირადი საქმეები ინახებოდა.
შეგახსენებთ, 3 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო
სკოლის დირექტორის კაბინეტი გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ N1 სკოლა სამშენებლო სამუშაოების გამო უკვე მესამე
წელია სასწავლო პროცესს N8 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში
გადის.
რადიო "მარნეული" აგრძელებს საკითხზე მუშაობას.
ამავე
თემაზე:
მარნეულში
სკოლა გაქურდეს