ქორწილში ცეკვის დროს ქალი გარდაიცვალა
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში  ნეფე-პატარძალთან ცეკვის დროს 50 წლამდე ქალი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. 

ქორწილში გარდაცვლილი ქალი სოფელ მუღანლოში ცხოვრობდა.  

თავდაპირველად ეს ინფრომაცია „24ნიუსმა“ გაავრცელა. ქორწილი ჩაიშალა, ვინაიდან პატარძალი მომხდარის გამო შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გამოძახება მასაც დასჭირდა.

როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის მკურნალობის მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა.

ადგილზე საპარტულო პოლიციაც იყო მისული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები