მერიაში ვერ აკონკრეტებენ შეიცვლება თუ არა მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსი
მარნეული-წითელი ხიდის სამარშრუტო ხაზზე ამორტიზირებული ავტობუსი წელს არ შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ მოგვაწოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსი 2019 წელსაც. 

მერიიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ამ ეტაპზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც საჭირო ღონისძიებები გატარდება. მერიაში ახალი ტრანსპორტის შეძენის საკითხი დღის წესრიგში დგას, რათა მომავალი წლისათვის გათვალისწინებული იყო ტრანსპორტის შეძენის ხარჯები. მაგრამ, მერიაში არ აკონკრეტებენ შეიცვლება თუ არა მარნეული-წითელი ხიდის ხაზზე მოძრავი ხისძირიანი ავტობუსი.





ამავე თემაზე:

ხის ფიცრებით შეკეთებული მუნიციპალური ავტობუსი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები