მარნეული
გაქურდული სკოლის დირექტორს პატრულის გამოძახება ადრეც უწევდა - უსაფრთხოებაზე სკოლამ თავად უნდა იზრუნოს





მარნეულის N1 საჯარო სკოლა, რომელიც რამდენიმე დღეა გაქურდეს უკვე მესამე წელია სამშენებლო სამუშაოების გამო N8 საჯარო სკოლა იფარებს. მართალია, ქურდობის შემთხვევა მერვე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა პირველი სკოლის კუთვნილი ტექნიკა წაიღეს. N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი თავს უსაფრთხოდ არც მანამდე გრძნობდა.

საპატრულოო პოლიციის გამოძახებაც არაერთხელ დასჭირვებია. უცხო პირები მათ ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად შედიან. სკოლა შემოსაზღვრული არ არის და შიდა ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ პირს შეუძლია. მერაბიშვილი მანდატურების დანიშვნას ითხოვს. მან განათლების სამინისტროს მანდატურების მოთხოვნით 2017 წელს მიმართა, თუმცა დღემდე საკუთარი ძალებით უწევს უსაფრთხოების დაცვა.

არც N8 საჯარო სკოლის დირექტორს ელმარ ჯაფარლს ჰყავს მანდატურები, სადაც 400-მდე მოსწავლე სწავლობს. ამბობს, რომ ვიდრე სკოლაში მანდატურები ეყოლება, ვიდეო თვალის დამონტაჟებას შეეცდება.

როგორც საქართველოს მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მარნეულის N1 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიან სკოლებში შედის და ამ ეტაპზე მანდატურების დანიშვნა არ იგეგმება. პრიორიტეტი ჯერ-ჯერობით 400, ან მეტ მოსწავლიან სკოლებს ენიჭება.

როგორც მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი, შორენა ზედგინიძე ამბობს, ვიდრე საქართველოს ყველა სკოლა ისარგებლებს მანდატურის სამსახურით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს აქვს შემუშავებული პროგრამა, რომელიც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთა გადამზადებას გულისხმობს. სკოლის დირექტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროექტით და თითო წარმომადგენელი გადაამზადონ.

მარნეულში სულ 74 სკოლაა, მანდატურის სამსახურის მომსახურებით კი მხოლოდ 4 სარგებლობს, რომლებიც უშუალოდ ქალაში მდებარეობს.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით
გაიზარდა.
14:23 / 18.01.2019
მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით გაიზარდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
საავტომობილო
14:11 / 18.01.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის
მკურნალობას.
13:50 / 18.01.2019
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის მკურნალობას.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 5 წლის
ბავშვი H1N1 გრიპის ვისრუსით დაინფიციდა, ავერსის კლინიკაში არ
ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციის გაშუქება, სავარაუდოდ,
არასწორად მოხდა.
12:57 / 18.01.2019
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 5 წლის ბავშვი H1N1 გრიპის ვისრუსით დაინფიციდა, ავერსის კლინიკაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციის გაშუქება, სავარაუდოდ, არასწორად მოხდა.

ავერსის კლინიკაში 5 წლის ბავშვის ე.წ. ღორის გრიპით დაავადების
შემთხვევას არ ადასტურებენ
19:34 / 17.01.2019
ავერსის კლინიკაში 5 წლის ბავშვის ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევას არ ადასტურებენ
მარნეულში წითელას ვირუსის 2 შემთხვევა
დაფიქსირდა.
16:39 / 17.01.2019
მარნეულში წითელას ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს
ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო.
16:17 / 17.01.2019
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის
შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
14:30 / 17.01.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.