9 ნოემბერს მარნეულის კულტურის ცენტრში სპექტაკლი "ალი და ნინო" გაიმართება
ხვალ, 9 ნოემბერს, „მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი" ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლებს, რომლებიც ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ალი და ნინო“ წარადგენენ.
სპექტაკლი ეძღვნება საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

როგორც კულტურის ცენტრის ღონისძიებების ორგანიზატორი, ზურა ხაფთანი ჩვენთან საუბარში ამბობს, ხვალ მაყურებელს ძალიან საინტერესო სპექტაკლი ელის და აუცილებლადნ უნდა მივიდნენ.

მარნეულის კულტურის ცენტრი აგრძელებს თეატრალურ კვირეულს. კარგი სპექტაკლია ხვალ, რომელიც ორ მოქმედებიანია. მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ.. მე პირადად ნანახი მაქვს და მართლაც ძალიან კარგია“ - ამბობს ზურა ხაფთანი

სპექტაკლი ხვალ 18:00 საათზე დაიწყება,  დასწრება თავისუფალია. ღონისძიება გაიმართება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში.

რადიო "მარნეული"

Print