მარნეულში "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
დღეს, 9 ნოემბერს სოფელ ყიზილაჯილოში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის ოფისი დააყაჩაღეს. შემთხვევა გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა.
სოკარის თანამშრომლის თქმით, ყაჩაღობაში 3 პირი ფიგურირებს. დამყაჩაღელებმა მინიანი კარი გატეხეს. შემთხვევის დროს ოფისში ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ყაჩაღებიდან ერთ-ერთ "სოკარის" თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბენზინგასამართის თანამშრომელმა თქვა, დაზიანება მსუბუქია და მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

ოფისიდან წარებულია ფული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

რადიო "მარნეული"
Print