ყიზილაჯლოში ოქროთ მოვაჭრის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დღეს, 9 ნოემბერს მარნეულში 2 ადამიანი, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. დააკავეს.

საქმე ეხება სოფელ ყიზილაჯლოში ოქროთ მოვაჭრის დაყაჩაღებას და 80 000 ლარამდე ღირებულების სამკაულების გატაცებას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და იარაღის მუქარით ხელჩანთა გაიტაცეს, სადაც, დაახლოებით, 80 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები იდო." - წერია შსს-ს განცხადებაში

სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




აიდო "მარნეული"



ამავე თემაზე:

იშვიათი ქურდობა ყიზილაჯლოში - გამტაცებლებმა მანქანიდან ოქრო წაიღეს

Print