რომელმა კომპანიებმა მიიღეს მეოთხედ გამოცახდებულ ძაღლების თვშესაფრის მომსახურეობის ტენდერში მონაწილეობა
ტენდერი, რომელიც მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოაცხადა, მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. „შპს“ ექსტრა და ინდმეწარმე ლერი ჩხარტიშვილი, ამ პრეტენდენტებს შორის მოუწევს მარნეულის მერიას არჩვანის გაკეთება. ამ ეტაპზე შერჩევა-შფასება მიმდინარეობს.

ვიდრე მერია გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რადიო „მარნეული“ დაინტერესდა ორივე ორგანიზაციის საქმიანობით. როგორც საქართელოს ცხოველთა დაცის ფედერაციის თავმჯდომარე, თემურ ლაჭყეპიანი ამბობს, შპს „ექსტრა“ ამ დრომდე მხოლოდ კერძო მომსახურებას ანხორციელებდა, მუნიციპალიტეტების კონტრაქტებში კი მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს.

„წერილი უკვე მოგვმართეს, რომ აღნიშნული ობიექტის მონიტორინგი განვახორციელოთ. უნდა მივიდეთ ადგილზე შევისწავლით რას განახორციელებენ გამარჯვების შემთხვევაში, სად წაიყვანენ ცხოველებს, სათავსოები აქვთ თუ არა საკარისი, ან სხვაგან თუ გადაიყვანენ. „- ამბობს თემურ ლაჭყეპიანი 

რაც შეეხება ლერი ჩხარტიშვილის ძაღლების თავშესაფარს, რომელიც ოზურგეთში მდებარეობს, ლაჭყეპიანი ამბობს, რომ უკვე ორი წელია მათ მონიტორინგს ანხორციელებენ. 

„ჩვენ იმ მიმართულებით ვახდენთ მონიტორინგს, რომ რა ძაღლების რაოდენობასაც დაიჭერენ არც ერთი მათგანის უფლება არ უნდა იყოს დარღვეული. ჩხარტიშვილის შემთხვევაში, წარსულში იყო გარკვეული ტიპის დარღვევები სხვადასხვა ტერიტორიაზე უშვებდნენ ძალებს“ - ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.

შეგახსენებთ, მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრისთვის ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა. აქამდე გამოცხადებული 3 ტენდერი ჩაიშალა. თუ როგორ დასრულდება მეოთხე ტენდერი, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 169 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის მომსახურეობის შესაძენად მერიამ 16 900 ლარი გამოყო.




ამავე თემაზე:

ცხოველთა შემცირების ხარჯზე გაზრდილი თანხა - ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა


მარნეულში ძაღლების მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩაიშალა


კომპანიას, რომელმაც შესაძლოა მერიის ტენდერი მოიგოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ძაღლების მკვლელთა დაჯგუფებად აფასებს



მერიის გამოცხადებული ტენდერი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობაზე ჩაიშალა - ცხოველთა დამცველი კი ამას თანხის სიმცირეს უკავშირებს



მარნეულში რეგიონალური ძაღლთა თავშესაფარის აშენება იგეგმება


ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა მერიამ კვლავ შეუცვლელი პირობებით გამოაცხადა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები