404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში თანხები 4 000 000 ლარზე მეტით გაზარდა
სასმელი წყალი, გზები, სკვერის მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები., კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, სპორტული მინი სტადიონების მოწყობა და გარე განათება - ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია, რაც მარნეულის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ პროექტებში გაწერა.
პრიორიტეტების განსაზღვრა აღმასრულებელმა ორგანომ (მერია) ამით დაასრულა, განსახილველად კი 15 ნოემბრამდე საკრებულოს უნდა გადაუგზავნონ.

როგორც ჩვენთან საუბარში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვუგარ მამედოვი ამბობს, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა 4 მილონზე მეტით არის გაზრდილი.
ბიუჯეტს, რომ აუცილებლად სჭირდება საჯარო განხილვები, ამაზე თავადაც გვემოწმება და ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე ჰქონდათ და დღემდე მიმდინარეობს. ოფიციალურ ბიუჯეტის დოკუმენტს საჯაროს გახდიან და შენიშვნების შემთხვევაში მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ბიუჯეტი საჯარო გახდება საკრებულოს მიერ. ჩვენს მიერ განხილვაც იქნება და ნებისმიერი მოქალაქის უფლება ექნება მოგვმართონ თუ შენიშვნა გააჩნიათ ან რაიმე პროექტის დამატება თუ უნდათ. ასევე რამე პრეტენზია თუ აქვთ ხარჯების გაზრდა-შემცირებასთან დაკავშირებით. - ამბობს ვუგარ მამედოვი

მერია 15 ნოემრამდე საკებულოს განსახილველად წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს.  შენიშვნების შემთხვევაში, პრიორიტეტების გადახედვა თავიდან გახდება საჭირო.

2019 წელს მარნეული მერია დაახლოებით 25 000 000 ლარს დახარჯავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები